თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 176 ადამიანი გარდაიცვალა

გამოვლინდა 40 806 ახალი შემთხვევა

1613234
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 176 ადამიანი გარდაიცვალა

 

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 31 713-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 243 738 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1424  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 40 806 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 176 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 3 357 988-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 3 035 043 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 20 817 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები