იბრაჰიმ ქალინმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

იბრაჰიმ ქალინმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1597076
იბრაჰიმ ქალინმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან რუსეთიდან შესყიდული S-400-ები ნატო-ს თავდაცვის სისტემაში არ იქნება ინტეგრირებული. იბრაჰიმ ქალინმა, ბლუმბერგთან ინტერვიუში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეუთანხმებელ საკითხებს შორის 3 მთავარ პრობლემად,  აშშ-ს მხრიდან PYD/YPG-ს მიმართ მხარდაჭერა, რუსეთიდან შესყიდული S-400-ების გამო,  CAATSA-ს (ამერიკის მოწინააღმდეგეთა მიმართ სანქციების საშუალებით მოქმედების შესახებ კანონი) მხრიდან დაწესებული სანქციები და ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია,  FETÖ-ს წევრების ამერიკაში დარჩენის ნებართვა დაასახელა. მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ვაშინგტონის მხრიდან ჯერ-ჯერობით არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა რა, ეს საკითხები თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების საფუძველია.

იბრაჰიმ ქალინმა ინტერვიუს დროს ისიც აღნიშნა, რომ თურქეთს პატრიოტების გარდა, ფრანგულ-იტალიური წარმოების  SAMP/T-ს რაკეტების შეძენაც სურდა მაგრამ, საფრანგეთმა სირიის მიზეზით ეს საკითხი დაბლოკა.  


საკვანძო სიტყვები: #Bloomberg , #იბრაჰიმ ქალინი

მსგავსი ინფორმაციები