სულეიმან სოილუმ ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ მესიჯი გაავრცელა

“შაბათ-კვირას 14 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული“

1427055
სულეიმან სოილუმ ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ მესიჯი გაავრცელა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების შესახებ ტვიტერის ანგარიშიდან მესიჯი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში, თუნჯელის ოლქის ოვაჯიკის რაიონში ლიკვიდირება გაუკეთეს ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის, PKK–ას წევრ 3 ტერორისტს. "ეს ბოლო შაბათი და კვირა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისთვის ნამდვილი კოშმარი იყო. თუნჯელის ოლქის ოვაჯიკის რაიონის პერიფერიებში, ჩვენმა გმირმა ჟანდარმერიის თანამშრომლებმა კიდევ გუშინ საღამოს კიდევ 3 ტერორისტის განეიტრალება შესძლეს და ამით ორ დღეში მთლიანობაში 14 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული," აღნიშნავს მინისტრი



მსგავსი ინფორმაციები