განიხილავს თუ არა თურქეთი, ეგეოსის ზღვაში კუნძულების სუვერენიტეტის სტატუსს?

განიხილავს თუ არა თურქეთი, ეგეოსის ზღვაში კუნძულების სუვერენიტეტის სტატუსს?

1847802
განიხილავს თუ არა თურქეთი, ეგეოსის ზღვაში კუნძულების სუვერენიტეტის სტატუსს?

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ თუ ეგეოსის ზღვის კუნძულები რაც შეიძლება მალე არ განიარაღდება, ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ მათ სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებების ფარგლებში.

ფუათ ოქტაიმ ამის შესახებ, გუშინ ოფიციალური ვიზიტით ჩასულ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში (ჩკთრ) ქვეყნის პრეზიდენტთან ერსინ თათართან პირისპირი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კვიპროსელი თურქები 1571 წლიდან მოყოლებული ამ მიწების ნამდვილი მესაკუთრეები არიან რა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ჩკთრ-ს სუვერენიტეტისათვის.  

მან პრესკონფერენციის დრსო, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის გასულ კვირას კვიპროსის ბერძნულ მხარეში ვიზიტიც შეაფასა და იქ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა რა, აღნიშნა, რომ მისი ეს ქმედებები საერთაშორისო ხელშეკრულებების აშკარა დარღვევაა.

ფუათ ოქტაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთადერთი გზა, რომელიც კვიპროსის პრობლემას გადაწყვეტს, არის კვიპროსელი თურქი ხალხის სუვერენული თანასწორობისა და თანაბარი საერთაშორისო სტატუსის აღიარება. მისივე თქმით, ეს ასევე ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თანამშრომლობის გარემოს განვითარებას.



მსგავსი ინფორმაციები