სერდარ ქილიჩის და რობერ რუბინიანის პირველი შეხვედრა გაიმართა

„თურქეთი და სომხეთი  მოლაპარაკებებს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გააგრძელებენ“

1762852
სერდარ ქილიჩის და რობერ რუბინიანის პირველი შეხვედრა გაიმართა

თურქეთ-სომხეთს შორის ნორმალიზაციის ფარგლებში დღეს, პირველი შეხვედრა, რუსეთის დედაქალქ მოსკოვში ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის, სერდარ ქილიჩის და რობერ რუბინიანის მონაწილეობით გაიმართა. პირველის შეხვედრის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ მოლაპარაკებები სრული ნორმალიზების მიზნით ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. სპეციალური წარმომადგენლების მეორე შეხვედრის ადგილი და თარიღი მოგვიანებით გაირკვევა დიპლომატიური არხებით.“

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 13 დეკემბერს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯების განსახილველად ორივე მხარე სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავს და უახლოეს პერიოდში ჩარტერულ ფრენებს დაიწყებენ ერევანსა და სტამბულს შორის. ამის შემდეგ კი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერით ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნებული განკარგულებით სომხეთში, თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი, ყოფილი ელჩი აშშ-ში, სერდარ ქილიჩი დაინიშნა, ხოლო სომხეთმა თავის სპეციალურ წარმომადგენლად პარლამენტის ახალგაზრდა ვიცე-სპიკერი, რობერ რუბინიანი დანიშნა.



მსგავსი ინფორმაციები