ქალაქ ვაროსიის უძრავი ქონება თავის ძველ პატრონებს ელის

ბერძნულ მმართველობას არ სურს ამ საკითხში თურქულ მხარესთან თანამშრომლობა

1757612
ქალაქ ვაროსიის უძრავი ქონება თავის ძველ პატრონებს ელის

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) პრეზიდენტმა ერსინ თათარმა განაცხადა, რომ კუნძულ კვიპროსის სამხრეთში მდებარე ქალაქი ვაროსია (მარაში) და მისი რეგიონი, რომელიც ჩკთრ-ის საზღვრებშია და 46 წლის განმავლობაში დახურულ ზონას წარმოადგენდა, 2020 წლის ოქტომბრიდან მისი ეტაპობრივი გახსნის პროცესი დაიწყო და ეს მოხდა ადამიანის უფლებების შესაბამისად. პრეზიდენტმა თათარმა, ჩკთრ-ის უძრავი ქონების კომისიის (TMK/უქკ) თავმჯდომარე ნოვბერ ფერიტ ვეჩი მიიღო და მასთან საუბარში თქვა: „მარაშის ზონის გახსნა მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია. TMK-ს აქვს მეტად სერიოზული მოვალეობა და დავალება, მაგრამ, კუნძულის ბერძნული მხარე თავის მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს, რათა “არ მიმართონ TMK-ს“ და არ მოითხოვონ თურქულ მხარეზე დარჩენილი უძრავი ქონება, რაც არ არის სწორი საქციელი.“ მისივე თქმით, 1974 წლიდან დახურული ვაროსიის რეგიონი გაიხსნა თურქეთის მხარდაჭერითა და ადამიანის უფლებების შესაბამისად, ხოლო მიღწეული ამ შეთანხმების შესახებ ინფორმირებული იყო მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობა. „ჩვენ ყველას განვუცხადეთ, რომ თუ სამხრეთ კვიპროსელი ბერძნების მხრიდან შემოვა განცხადება მარაშში დარჩენილი მათი ყოფილი უძრავი ქონების დაბრუნების თაობაზე, მას შეაფასებდა და გამოიკვლევდა თურქული მხარე.  მაგრამ, სამწუხაროდ, ბერძნული მმართველობა ზეწოლას ახორციელებს თავის მოქალაქეებზე, რათა ასეთი განცხადებით არ მიმართონ ჩრდილოეთ კვიპროსს, რაც ამუხრუჭებს ამ საკითხზე მოვლენების შემდგომ განვითარებას,“ განაცხადა თათარმა.



მსგავსი ინფორმაციები