ქართველი და უზბეკი ისტორიკოსები: ”სომხური ბრალდებები უსაფუძვლოა”

ქართველი და უზბეკი ისტორიკოსები: ”სომხური ბრალდებები უსაფუძვლოა”

1627869
ქართველი და უზბეკი ისტორიკოსები: ”სომხური ბრალდებები უსაფუძვლოა”
sohret barlas.jpg
Simon Kopadze.jpg

საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა აკადემიის თავმჯდომარემ, სიმონ კოპაძემ განაცხადა, რომ სომხების ბრალდებები 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ტყუილია და ამ ბრალდებების არ აღიარებით ქართულმა სახელმწიფომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

კოპაძის თქმით, სომხური საზოგადოების ბრალდებები 106 წლის წინ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი გაურბიან ისტორიულ არქივებში ამ მოვლენების გამოკვლევას.

”მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოუწოდა თურქეთის მთავრობამ, სომხები თავს არიდებენ არქივების გამოკვლევას. თურქეთი მათ მოუწოდებს, მოდით აქ ყველაფერი ღიაა, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ.“-აღნიშნა კოპაძემ.

კოპაძემ ასევე განაცხადა: „პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ თქვა, რომ არქივი ყველასთვის ღიაა. მრავალი ამერიკელი მკვლევარი მუშაობდა ამ თემაზე და გამოიცა რამდენიმე წიგნიც, მაგრამ სომხური დიასპორის მწვავე რეაქციას წააწყდა, ზოგიერთი ტექსტი და კვლევა დაიბლოკა.“

უზბეკმა ისტორიკოსმა, მკვლევარმა და მწერალმა შოჰრეთ ბარლასმა, რომელიც 29 წელია იკვლევს სომეხი დაშნაკების საქმიანობას ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ანატოლიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში და მასზე დაწერა 8 წიგნი, გადაიღო 4 დოკუმენტური ფილმი და დაწერა მრავალი სტატია, განაცხადა, რომ მრავალი ქვეყნის ბიბლიოთეკაში შეისწავლა საარქივო დოკუმენტები სომხური ბრალდებების შესახებ და არც ერთ არქივში არ აღმოაჩნდა რაიმე მტკიცებულება სომხური ბრალდებების დასადასტურებლად.



მსგავსი ინფორმაციები