აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია

აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია

1561723
აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია

აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია მთიან ყარაბაღში ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დამყარების შესახებ ...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტნმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრემლის სასახლეში გამართული 4 საათიანი პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

პუტინმა განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების შესახებ.

პუტინი: „ამ მიზნით რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების თავმჯდომარეობით  სპეციალური სამმხრვი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.“

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინთან გამართული პირისპრი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „აზერბაიჯანი, 30 წლის შემდეგ სომხეთის გავლით სატრანსპორტო გზით დაუკავშირდება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. სომხეთს ასევე ექნება სარკინიგზო კავშირები აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით,  რუსეთთან და ირანთან. აზერბაიჯანს ასევე ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკის გავლით თურქულ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა და ამით ასევე, თურქეთ-რუსეთს შორის სარკინიგზო კავშირის დამყარების საშუალებაც იქნება.“


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #რუსეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები