აქტუალური თემის ანალიზი 47 - 2023

ერდოღანის ტურნე სპარსეთის ყურის ქვეყნებში

2014373
აქტუალური თემის ანალიზი 47 - 2023

აქტუალური თემის ანალიზი 47-2022-2023

ერდოღანის ტურნე სპარსეთის ყურის ქვეყნებში

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა თავდაპირველად საგარეო პოლიტიკაში ნატოზე მოახდინა ფოკუსირება, შემდეგ კი მოაწყო სპარსეთის ყურის ქვეყნებში ტურნე, რომელსაც დიდი ხანი ელოდნენ და  რომელსაც, სავარაუდოდ, ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება თურქეთის ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციის კონტექსტში. ერდოღანმა, რომელიც ეწვია საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები დადო თავის მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ამ ვიზიტით მიღწეული შეთანხმებებით დაიწყო მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გაზრდის თურქეთის სტრატეგიულ და ეკონომიკურ სიღრმეს.  - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.    

პრეზიდენტი ერდოღანი სპარსეთის ყურის სამდღიანი ტურნეს ფარგლებში 3 ქვეყანას ეწვია. ვიზიტების დღის წესრიგის მთავარი საკითხი რეგიონულ მოვლენებთან ერთად იყო სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საუდის არაბეთში შედგა. ერდოღანი აქ შეხვდა ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სელმანს და მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს. ერდოღანი  დაესწრო საუდის არაბეთ-თურქეთის ბიზნესფორუმს და ხელი მოაწერა მნიშვნელოვან სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეთანხმებებს. თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების SİHA-ს მწარმოებელ Baykar-სა და საუდის არაბეთს შორის, გაყიდვების, ტრენინგისა და ერთობლივი წარმოების ხელშეკრულებები გაფორმდა მათ შორის ახალი თაობის SİHA Akıncıs-ს თაობაზეც. თავის განცხადებაში „ბაიკარი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება არის ერთ პუნქტში თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ყველაზე დიდი შეთანხმება. ერდოღანის დელეგაციის მინისტრებმა ასევე გააფორმეს მნიშვნელოვანი შეთანხმებები შესაბამის კოლეგებთან.

მოგვიანებით ერდოღანი კატარში გაემგზავრა და ემირ ალ სანის შეხვდა. პრეზიდენტი ასევე დაესწრო დოჰაში გამართულ კატარ-თურქეთის ბიზნეს ფორუმს და იქ სიტყვით გამოვიდა. კატართან რამდენიმე ახალი ხელშეკრულებაც გაფორმდა.

ერდოღანის ბოლო ვიზიტი ოთხშაბათს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შედგა. იგი არაბეთის გაერთიანებულ საამიროების პრეზიდენტს მოჰამედ ბინ ზაიდს შეხვდა და აბუ დაბიში გამართულ არაბეთის გაერთიანებულ საამიროები-თურქეთის ბიზნეს ფორუმს დაესწრო. პრესიდან ჩანს, რომ ვიზიტებისას შეთანხმებების ყველაზე დიდი მოცულობა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან გაფორმდა. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის 50,7 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა. გარდა იმისა, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები მიაწვდის რესურსებს, რომლებიც გამოიყენება თურქეთში მიწისძვრასთან დაკავშირებული რეკონსტრუქციის პროცესის დასაფინანსებლად, დიდი მოცულობის შეთანხმებები დაიდო ბევრ საკითხზე, როგორიცაა თავდაცვის ინდუსტრია, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი. როგორც ჩანს, გადაწყდა, რომ არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განახორციელონ თურქეთში: ხაზგასმით აღინიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაიკარის თაოსნობით თურქეთისგან სერიოზული იარაღის შესაძენად შეთანხმებები დადო.

ყველა ვიზიტის დროს ერდოღანმა სახალხო დიპლომატია განახორციელა და ლიდერებს გადასცა თურქეთის ახალი პრესტიჟული ელექტრომობილი TOGG-ი.

ზოგადად, ჩანს, რომ ერდოღანის სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურნე იყო ძალიან წარმატებული და დაწყებულია სერიოზული სტრატეგიული პარტნიორობა ამ ქვეყნებთან. მიუხედავად იმისა, რომ კატართან ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა გამყარებულია, ამის თქმა განსაკუთრებით შესაძლებელია საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენ ვხედავთ, რომ გასცდა ურთიერთობები რეგიონულ ნორმალიზებას და გადავიდა ალიანსისა და პარტნიორული კავშირებისკენ. მაშინ, როცა ახალ კონიუნქტურაში მხარეთა ინტერესები ერთმანეთს ავსებენ, საერთო საფრთხეები და გამოწვევები ამ ერთიანობას უწყობს ხელს.



მსგავსი ინფორმაციები