ენერგეტიკული დღის წესრიგი 20-2024

განახლებადი ენერგიის რეკორდული ზრდა

2138888
ენერგეტიკული დღის წესრიგი 20-2024

განახლებადი ენერგიის რეკორდული ზრდა

ენერგეტიკული დღის წესრიგი 20-2024

განახლებადი ენერგიის რეკორდული ზრდა

განახლებადი ენერგიის წყაროების წილმა ელექტროენერგიის გლობალურ წარმოებაში  2023 წელს, პირველად 30 პროცენტს გადააჭარბა. თურქეთმა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის, 42 პროცენტის წარმოებით, გლობალურ საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა.

საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, 2023 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიის მოთხოვნამ რეკორდულ დონეს მიაღწია - 29,5 ტერავატ საათი.

მიუხედავად, განვითარებულ ქვეყნებში ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნის შემცირებისა, სექტორმა გასულ წელს 2,2 პროცენტიანი ზრდის ტენდენცია აჩვენა.

ელექტროენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოების ყველაზე სწრაფად მზარდი წყაროები იყო განახლებადი ენერგიის წყაროები. ყველაზე დიდი წილი მზის და ქარის ენერგიაზე მოდის...

2023 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოების 7,8 პროცენტი მოწოდებული იყო ქარის, ხოლო 5,5 პროცენტი მზის ენერგიით.

ბოლო, 19 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ელექტროენერგიის წყარო მზის ენერგიაზე მოდის...

გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით გლობალური ელექტროენერგიის წარმოება ქარის ენერგიის სფეროში ასევე გაიზარდა 9,8 პროცენტით.

კლიმატის ცვლილებამ ასევე პირდაპირი გავლენა მოახდინა ელექტროენერგიის გლობალურ წარმოებაზე. ჰიდროელექტრო რესურსების წილი, როგორიცაა ჰესი, 2023 წელს წინა წელთან შედარებით 2 პროცენტით შემცირდა.

ამრიგად, განახლებადი ენერგიის მთლიანმა წილმა ელექტროენერგიის გლობალურ წარმოებაში პირველად გადააჭარბა 30 პროცენტს.

განახლებადი რესურსების გამოყენება რეკორდულ დონეზე გაიზარდა, ასევე დაფიქსირდა ნახშირბადის ემისიების რეკორდული შემცირება.

ნახშირორჟანგის ინტენსივობა ელექტროენერგიის გლობალურ წარმოებაში დაეცა რეკორდულად დაბალ დონემდე გასულ წელს, 12 პროცენტით, მაშინ როდესაც იგი 2007 წელს უმაღლეს ღირებულებას შეადგენდა.

ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის წილიმა ელექტროენერგიის გლობალურ წარმოებაში გასულ წელს 35,4 და 22,5 პროცენტი შეადგინა. ასე, რომ ნახშირიდან ელექტროენერგიის წარმოება 2023 წელს 1,4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გაზიდან 0,8 პროცენტით.

2023 წელს ბირთვული ენერგიიდან ელექტროენერგიის წარმოება წლიურად 1,8 პროცენტით, ხოლო მთლიან წარმოებაში 9,1 პროცენტით გაიზრდა.

თავის მხრივ, თურქეთშიც მზის და ქარის ენერგიით ელექტროენერგიის წარმოების ზრდა დაფიქსირდა. თურქეთმა ელექტროენერგიის 42 პროცენტის განახლებადი წყაროებიდან წარმოებით, გადააჭარბა გლობალურ საშუალო მაჩვენებელს. 

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ელექტროენერგიის წარმოების 6 პროცენტი მოდის მზისგან, ხოლო 10 პროცენტი ქარისგან, ჰიდროელექტროენერგია კვლავ განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი წყაროა, 20 პროცენტით.

გასულ წელს თურქეთში ელექტროენერგიის 58 პროცენტი წიაღისეული საწვავისგან იქნა წარმოებული.



მსგავსი ინფორმაციები