გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 26-2023

ედირნეს მის ხილის საპონი

1953323
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 26-2023

ედირნეს მის ხილის საპონი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 26-2023        

ილქერ თაშქინ

ედირნეს მის ხილის საპონი

ოსმალეთის იმპერიის პერიოდში, მე-17 საუკუნიდან მოყოლებული მუშკის, ქარვისა და ვარდის ესენციების შერევით დამზადებული ედირნეს მის ხილის საპონი,  2019 წელს, პროვინციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადებით, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ეს საპონი ისტორიულ წყაროებში ასევე ცნობილია, როგორც „სასახლის საპონი“ ან „ფადიშის საპონი“, რადგან ოსმალეთის სასახლეში დიდად პრიორიტეტული იყო. საპონი მზადდებოდა სხვადასხვა ხილის ფორმებში და ასევე იღებებოდა მათ ანალოგიურ ფერებში. სწორედ ამიტომ არის მოხსენიებული ეს პროდუქცია, როგორც ხილის საპონი. საპნის ცომს, რომელსაც აჩერებენ ერთი დღის განმავლობაში, ყოფენ ხილის ზომის ნაჭრებად და სათითაოდ ამუშავებენ ხელით, რათა ხილს დაემსგავსოს. ხილის ფორმის საპონს, რომელსაც აჩერებენ 3-დან 5 დღემდე და ტოვებენ გასაშრობად, ღებავენ ორიგინალური საღებავებით ხილის ფერებში და ისევ აჩერებენ გასაშრობად. ამ ლოდინის დროის შემდეგ საპნებს ენიჭება ბზინვარება. მას შემდეგ, რაც საღებავი მთლიანად გაშრება, შემდეგ მას ქაღალდში ფუთავენ. იმ შემთხვევაში თუ, ედირნეს მის ხილის საპონი არ დასველდება, მისი შენახვა შესაძლებელია 10-15 წლის განმავლობაში.



მსგავსი ინფორმაციები