მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 39-2022

პირის ღრუს წყლულები

1832510
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 39-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 39-2022

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმედ უჩარის მიერ

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პირის ღრუს წყლულების მკურნალობის ბუნებრივ საშუალებებზე.

პირის ღრუს წყლული არის პირის ღრუს ქსოვილის დარღვევები და მისი წარმოქმნის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

1. პირის ღრუს წყლულები შეიძლება გაჩნდეს, თუ სათანადო ყურადღება არ დაეთმობა პირის ღრუს ჰიგიენას. კბილების რეგულარულად გახეხვის გარდა, პირის ღრუს ხშირი დაბანა და დღის განმავლობაში ღრძილების გახეხვა ასევე დაგეხმარებათ პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაგიჩნდეთ პირის ღრუს წყლულები.

2. ძალიან ცხელი ან ცივი სასმელების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს წყლულები.

3. ინფექციური დაავადებებისას, ორგანიზმის დასუსტების გამო შესაძლოა პირში წყლულები გაჩნდეს.

4. ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა და რეგულარულმა გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს წყლულის გაჩენა.

5. ზედმეტად ცხიმიანი, შაქრიანი, მჟავე საკვების ხშირმა მოხმარებამ ანუ არაჯანსაღმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს წყლულები.

6. და ბოლოს, სიტუაციებმა, როგორიცაა სტრესი, დეპრესია, გადაჭარბებული შფოთვა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს წყლული პირის ღრუში.

პირის ღრუს წყლულების მკურნალობის ბუნებრივი საშუალებებია:

•  საცხობი სოდა

ხელების საპნით დაბანის შემდეგ, თითის წვერებით აღებული სოდა პირის ღრუს ჭრილობაზე წაისვით.

• ვაშლის ძმარი

შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ერთ ჭიქა წყალში და გამოივლეთ პირში ეს ხსნარი 30 წამიდან ერთ წუთამდე. შემდეგ კი პირში ჩვეულებრივი წყალი გამოივლეთ, რათა ძმარმა არ დააზიანოს კბილის მინანქარი. ვაშლის ძმარი პირის ღრუში დღეში ერთხელ გამოივლეთ.

• ძირტკბილას ფესვი

ძირტკბილას ფესვს შეიძლება უპირატესობა მიანიჭოთ პირის ღრუს ანთების დროს. შეგიძლიათ მოამზადოთ ძირტკბილას ფესვის ჩაი და პირში გამოივლოთ.

• კივი

კივი ანტიოქსიდანტური ხილია. შეგიძლიათ მიირთვათ კივი პირის ღრუს გაღიზიანების მოკლე დროში მოსაშუშებლად.

• ბეგქონდარა

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ბეგქონდარა და დაღეჭეთ გადაყლაპვის გარეშე.

• თუთა

ეფექტურია შავი თუთის მირთმევა ან მისი წვენის დალევა ან ჭრილობაზე წასმა.

• მიხაკი

სასარგებლოა მიხაკის თესლის დაღეჭვა.

• თუთიის დანამატები

რკინის, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინი B12-ს ან თუთიის დეფიციტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს წყლული. თუთიის დანამატების მიღებამ შეიძლება შეამციროს მისი გაჩენის სიხშირე და გააძლიეროს თქვენი იმუნური სისტემა.

• ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ებრძვის პირის ღრუს მავნე ბაქტერიების ზოგიერთ სახეობას. ერთი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთის პირში გამოვლება უძველესი პრაქტიკაა. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთის ყოველდღიურად პირის ღრუში გამოვლება ამცირებს ნადების წარმოქმნას და ზეთი ხელს უწყობს წყლულის მკურნალობას.

• ლიმონი

ლიმონის წვენის რეგულარულად პირის ღრუში გამოვლება კარგია პირის ღრუს წყლულების სამკურნალოდ.

• ოხრახუში

ოხრახუშის ფოთლების ღეჭვა ასევე სასარგებლოა პირის ღრუს წყლულების დროს.

• კომში

კომშის ნაჭრის წყლულზე წასმა და დაჭერაც შეიძლება იყოს სასარგებლო.

• მარილიანი წყალი

პირის ღრუს მარილიანი წყლით გამორეცხვა დაგეხმარებათ წყლულების მორჩენაში. გახსენით ერთი ჩაის კოვზი ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მარილი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და იგი გაიჩერეთ პირში 15-30 წამის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ განაგრძოთ მარილიანი წყლით პირის ღრუს გამორეცხვა ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ.

• მიხაკის ზეთი

წყლულები შეიძლება იყოს მტკივნეული და ცნობილია, რომ მიხაკის ზეთი ხსნის პირის ღრუს ტკივილს. მიხაკი ისტორიულად გამოიყენებოდა კბილის ტკივილის სამკურნალოდ. გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ მიხაკის ზეთისგან დამზადებული პირის ღრუს მცენარეული გელი წარმატებით ამცირებს ტკივილს პირის ღრუს გაღიზიანებულ ადგილზე გამოყენებისას.

• თუთუბო

1 სუფრის კოვზი თუთუბო

1 ჩაის კოვზი ორგანული ვაშლის ძმარი

1 ჭიქა წყალი

დაიწყეთ ქვაბში წყლის ადუღება. წყლის ადუღების შემდეგ დაუმატეთ თუთუბო და ადუღეთ კიდევ 2-3 წუთი. გააჩერეთ ნარევი გაცივებამდე, დაამატეთ ძმარი, აურიეთ, გადაწურეთ და ამ ნარევით გამოირეცხეთ პირის ღრუ.



მსგავსი ინფორმაციები