გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 17-2024

ჰაქარის ფარდაგი

2131532
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 17-2024

ჰაქარის ფარდაგი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 17-2024        

ილქერ თაშქინ

ჰაქარის ფარდაგი

რეგისტრაციის თარიღი: 16.05.2023 

ქალაქი ჰაქარი, სადაც იკვეთება თურქეთის საზღვრები ირანთან და ერაყთან, ცნობილია მაღალი მთებითა და დიდი საძოვრების ფართობებით. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით ცხოვრობს გასული საუკუნეებიდან დღემდე, განსაკუთრებით ცნობილია ტექსტილის პროდუქტებით. ჰაქარის ხალიჩა, 2023 წელს ჰაქარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის განაცხადის საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ვერტიკალური, ჰორიზონტალური და ცენტრალური კომპოზიციებით დომინანტური ჰაქარის ხალიჩები, რაიონების მიხედვით განსხვავდება. რაც შეეხება ფიგურებს, ხალიჩებზე არის სხვადასხვა ყვავილები, განსაკუთრებით ვარდები, ჩიტები, პეპლები და ცხოველების სხვადასხვა მოტივები. ჰაქარის ხალიჩები ძირითადად იწარმოება როგორც კედლის ასევე იატაკის გასაფორმებლად, ასევე ცხენისა და აქლემის ჩანთების სახითაც მზადდება. ჰაქარის ფარდაგის ქსოვისას, რომელიც საჭიროებს უმაღლეს ოსტატობას მოტივების ჰარმონიას და სიმეტრიას, გამოიყენება ფესვის საღებავით შეღებილი მატყლის ძაფი, რომელიც ჩვეულებრივ მიიღება წვრილფეხა პირუტყვისგან. ხალიჩებს ქალები ხელით ქსოვენ ხის დაზგაზე და იწარმოება 3-დან 5 კვადრატულ მეტრამდე. არსებობს 15 სახეობის ჰაქარის ფარდაგები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოირჩევიან ფერებით, მოტივებითა და ნიმუშებით.  



მსგავსი ინფორმაციები