მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 38-2022

საკვები, რომელიც ხელს უწყობს დედის რძის ზრდას

1829067
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 38-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 38-2022

გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმედ უჩარის მიერ

დღეს ვისაუბრებთ საკვებზე, რომელიც ხელს უწყობს დედის რძის ნაკადის ზრდას.

შვრია აძლიერებს ჰორმონების სეკრეციას, რომლებიც ზრდის დედის რძეს.

ტაჰინის, მუხუდოს, ლიმონის, ზეითუნის ზეთისა და ნივრის გამოყენებით მომზადებული ჰუმუსი პირველ ადგილს იკავებს დედის რძის გამაძლიერებელ კერძებს შორის.

ორაგული, რომელიც ყურადღებას იპყრობს ომეგა 3-ის მაღალი შემცველობით, ასევე ზრდის დედის რძეს.

მაღალი კვებითი ღირებულების იაილას წვნიანი, ბოსტნეულის წვნიანი, ბულიონით მომზადებული სუპები იმ კერძებს შორისაა, რომლებიც დედის რძეს ზრდის.

ამისთვის კარგია ასევე წყლის მოხმარებაც, ყოველდღიურად უნდა დალიოთ 2-2,5 ლიტრი წყალი.

რძით, ნიგვზით, თხილით და ტაჰინით მომზადებული დესერტები ზრდის დედის რძის რაოდენობას და ასევე ამაღლებს რძის ხარისხს.

მნიშვნელოვანია, რომ დედებმა ისაუზმონ დედის რძის უკეთესი გამოყოფისთვის. თუ საუზმეს მნიშვნელობა არ მიენიჭება, შეიძლება მოხდეს რძის შემცირება.

ოხრახუშით, კამით, ხაჭოთი და ნიგვზით მომზადებული ნაზავი უნდა შედიოდეს დედების საუზმის მენიუში.

სასმელები, როგორიცაა რძე, აირანი და კეფირი, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დედის რძის გაზრდაში, მათში შემავალი ცილებისა და ვიტამინების დიდი რაოდენობის გამო. განსაკუთრებით რძიანი სასმელები ძილის წინ უზრუნველყოფს რძის გამოყოფას.

კომპოტები, რომლებიც ზრდის დედის რძეს, მომზადებული კომშის, ვაშლის და ჩირის გამოყენებით, ბევრად უფრო სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზადდება შაქრის გარეშე.

სასმელები, რომლებიც მომზადებულია ისეთი მასალებით, რომლებიც ზრდის დედის რძეს, ისეთი როგორიცაა როზმარინი, ძირა, ცერეცო, დარიჩინი, ბეგქონდარა, ჯანჯაფილი და კურკუმა, ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში.

გარდა ამისა, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, ავოკადოსა და ანანასის გამოყენებით მომზადებული მცენარეული სასმელები ასევე შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც ზრდის დედის რძეს.

ქერი ზრდის ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს დედის რძის სეკრეციას.

მინერალური წყალი ასევე მნიშვნელოვანი სასმელია დედისთვის. შეგიძლიათ დალიოთ ბუნებრივი მინერალური წყალი, რომელიც მაგნიუმის წყაროა, ხილის ნაჭრებთან და იოგურტთან ერთად. აირანის დამზადებისას წყლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მინერალური წყალი. ასევე შეგიძლიათ გაწუროთ სეზონური ხილი და შეურიოთ მინერალურ წყალს.

ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ჩაის სახეობები, რომლებიც ზრდის დედის რძეს:

მცენარეული ჩაი, რომელიც მზადდება კამის, ცაცხვის, ანისის, ძირას და გვირილის გამოყენებით, ზრდის დედის რძეს. ეს მცნარეები ასევე კარგია ბავშვებში გაზების დაგროვების პრობლემის მოსაგვარებლად.

ჭინჭრის თესლის, ფენგრინის, ანისის, დარიჩინის და ლიმონის გამოყენებით მომზადებული ჩაი თავისი გემოთი და განსხვავებული არომატით ერთ-ერთია დედის რძის ნაკადის გამაძლიერებელ ჩაის შორის.

დედებს, რომლებსაც სურთ ჩაის დალევა დედის რძის მოსამატებლად, შეუძლიათ ჩირი ცხელ წყალში მოხარშონ და მიირთვან. ცხელ წყალში დამატებული გარგარის ჩირის, ლეღვის ჩირისა და თუთის ჩირის წყალობით, მიიღება სრულიად ბუნებრივი ჩაი უშაქროდ. ეს ჩაი ამშვიდებს დედას; ის ასევე ზრდის ბავშვისთვის მისაცემ რძეს.

ხილი, რომელიც ზრდის დედის რძეს, არის:

გამხმარი ხილი, როგორიცაა ლეღვის ჩირი, ქიშმიში, გარგარი, ფინიკი ეფექტურია დედის რძის მატებისთვის კალციუმის და მაგნიუმის შემცველობის გამო.

გამხმარი ხილი ნიგოზთან, თხილთან და ნუშთან ერთად, ასევე ეხმარება მეძუძური დედების ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

გოგრა ასევე შედის იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც ზრდის დედის რძეს.

ხილი, როგორიცაა მარწყვი, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, გარგარი, ახალი ყურძენი, კომში, ალუბალი, საზამთრო, ნესვი, ატამი, ავოკადო, რომლებიც მდიდარია C ვიტამინის შემცველობით, ასევე ხელს უწყობს დედის რძის გამოყოფას.

რაც შეეხება მცენარეებს, რომლებიც ზრდის დედის რძეს;

სტაფილო პირველ ადგილს იკავებს ბოსტნეულს შორის, რომელიც ზრდის დედის რძეს. მეძუძურ დედებს ურჩევენ სტაფილოს დამატებას სალათებში, კერძებსა და სუპებში.

გამხმარი პარკოსნები, რომლებიც მდიდარია რკინით, ზრდის გამოყოფილი რძის ხარისხსაც და რაოდენობასაც.

მწვანილი, რომელიც ზრდის დედის რძეს, როგორიცაა კომბოსტო კალე, ისპანახი, ოხრახუში, დანდური, სალათის ფურცელი აუცილებლად უნდა შევიდეს მეძუძური დედების კვების რაციონში.

გარდა ამისა, მცენარეული პროდუქტები, როგორიცაა ნიორი და ხახვი, რომლებიც ზრდის დედის რძეს, შეიძლება გამოიყენოთ უმი ან მოხარშული კერძებსა და სალათებში.

კამა უნდა მიირთვათ სალათებში ყოველი ჭამის დროს.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდის დედის რძეს:

ლეღვის ჩირი: რვა ან ცხრა ლეღვის ჩირი მოხარშეთ ნახევარ ლიტრ უქლორო წყალში და დალიეთ.

ლეღვის ჩირით და სტაფილოს გამოყენებით მომზადებული სამკურნალო საშუალება კი იძლევა რძის გამაძლიერებელ ეფექტს, როდესაც მას სვამენ შუადღემდე და შუადღისას 21 დღის განმავლობაში.

თუთა, რომელიც ზრდის დედის რძეს, შეგიძლიათ მიირთვათ, გამხმარი კი შეგიძლიათ მოხარშოთ და მისი წვენი დალიოთ.



მსგავსი ინფორმაციები