FETÖ: გლობალური ტერ ორგანიზაცია

აქტუალური თემის ანალიზი 29/2019

1237242
FETÖ: გლობალური ტერ ორგანიზაცია

FETÖ: გლობალური ტერ ორგანიზაცია

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს მხრიდან 2016 წლის 15 ივლისს განხორციელებული გადატრიალების მცდელობიდან სამი წელი გავიდა. გადატრიალების მცდელობის ღამეს დაიღუპა 251 ადამიანი და დაშავდა 2000-ზე მეტი. თურქეთის შეიარაღებულ ძალებში შეჭრილმა  FETÖ-ს წევრმა ტერორისტებმა საბრძოლო ვერტმფრენებით დაბომბეს პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი, ეროვნული უშიშროების და უსაფრთხოების ორგანიზაციების შენობები, სპეცრაზმის მთავარი სამმართველო  და სხვა სტრატეგიული ობიექტები.

დროთა განმავლობაში როგორც თურქეთში ასევე მსოფლიოში ცნობილი ხდება თუ რაოდენ საშიში ტერ ორგანიზაციაა FETÖ.

ახლა  თემასთან  დაკავშირებით ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

FETÖ- ის გლობალური განზომილება და დღევანდელი  მდგომარეობა

თურქეთის მსგავსი გლობალური მნიშვნელობის ქვეყნებს,  საერთაშორისო მოთამაშეები არასოდეს ანებებენ თავს. დღეს გერმანია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისთვის ნაკარნახევი  სისტემით იმართება. თურქეთი წლების მანძილზე მეურვეობის რეჟიმით იმართებოდა. FETÖ, ცივი ომის შემდეგ თურქეთის საწინააღმდეგოდ შექმნილი სამეურვეო სისტემა გახლავთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე,  FETÖ,  ამ ქვეყნის წინააღმდეგ გლობალური მოთამაშეების მხრიდან  შექმნილი სამეურვეო სისტემა გახლავთ. FETÖ,  საკუთარი თავის დამალვით  ყველა ქვეყანაში სადაც თუ ფუნქციონირებს უნდა ითქვას, რომ იმ ქვეყნის სამეურვეო რეჟიმად შეიძლება გადაიქცეს. 

2016 წლის 15 ივლისის  გადატრიალების მცდელობიდან სამი წელის თავზე ხშირად ისმის კითხვა, მთლიანად ამოძირკვულ იქნა თუ არა FETÖ?    საკუთარი თავის დამალვით და ადამიანების მოტყუებით ცნობილი ეს ტერ ორგანიზაცია  რადგან ყველასათვის ნათლად არ მოქმედებს, ამის შესახებ კონკრეტული შეფასების გაკეთება რთულია. მაგრამ, მისი ნამდვილი სახე ყველამ დაინახა, ამიტომ, თურქეთში FETÖ-ს ხელმეორედ გაძლიერების მცდელობა დაუშვებელია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე,  თურქეთის მსგავსი ქვეყნების, ზედამხედველობის ქვეშ მოქცევას ყოველთვის ეცდებიან გლობალური მოთამაშეები და ამისათვის ყველა ხერხს მართავენ.   არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი FETÖ-ს მსგავსი დაჯგუფებების შექმნას ყოველთვის შეეცდებიან.

FETÖ,  PKK და   DAEŞ-ის მსგავსი ტერ ორგანიზაციები გლობალური მოთამაშეებისათვის ყოველთვის ადვილად გამოსაყენებელი ელემენტები გახლავთ. როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის ომის კვალიფიკაცია  შეიცვალა. ბიოლოგიური ომი, გენმოდიფიცირებული მწერები ასევე ახალი ტიპის ომების ელემენტებია. თუ FETÖ-ს,  PKK-ს და   DAEŞ-ს შევადარებთ,  ნათლად დავინახავთ, რომ ესეც  ერთგვარი გენმოდიფიცირებული ტერ ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც მართლაც და სახიფათოა.  ვინაიდან ისინი 150-ზე მეტ ქვეყანაში არიან გავრცელებული.  FETÖ რომელ ქვეყანაშიც არსებობს, იმ ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ ობიექტებში აქტიურად მოქმედებს.

მეორეს მხრივ, ზოგიერთი ქვეყნები მათ ნამდვილ სახეს ჯერ კიდევ არ იცნობს და ისინი ერთგვარ რელიგიურ ორგანიზაციად მიაჩნიათ. ამიტომ,  მათი ნამდვილი საქმიანობის შესახებაც სრულ ინფორმაციას არ ფლობენ. FETÖ ყველა ქვეყანაში განსაკუთრებით სადაზვერვო სამსახურში ეფექტურად მოქმედებს.

რა შეიძლება გაკეთდეს?

გლობალურ დონეზე: FETÖ-სთან ერთად მოქმედი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ფიქრობენ, რომ FETÖ მხოლოდ მათთვის მუშაობს. სინამდვილეში კი FETÖ-ს გამომყენებელ ქვეყნებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მათ წინააღმდეგაც მუშაობენ. აბა როგორ შეიძლება ჯგუფი, რომლის წევრებიც   საკუთარი ხალხის წინაშე იარაღს იყენებს, ერთი რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდეს.  თურქეთმა, 2016 წლის 15 ივლისს მსოფლიოს ძალიან კარგად აჩვენა თუ როგორ შეიძლებოდა ხუნტის ჩახშობა და დემოკრატიის დაცვა,  თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.

იმ ქვეყნებისთვის, სადაც ისინი მუშაობენ: თურქეთი, იმ ქვეყნებში სადაც FETÖ განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში აქტიურად არის ჩართული, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ატარებს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ FETÖ-ს ზოგიერთ ქვეყნებში მთავარი მნიშვნელოვანი ობიექტები და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქვეყნის კონტროლი მთლიანად  ხელში ჰყავს აყვანილი.  მიუხედავდა იმისა, რომ ეს ქვეყნები საშიშროებას ვერ ხედავენ, თურქეთმა მათდამი გაფრთხილება ყველა პლატფორმაზე მაინც უნდა გააგრძელოს.

უნივერსიტეტები / ანალიტიკური ცენტრები / ინტელექტუალები: თურქეთმა, FETÖ-ს მიმართ გაწეული სამუშაოები, თუ როგორ შეუძლიათ მათ ადამიანის ე.წ. რობოტად გადაქცევა, სხვადასხვა ფორმით უნდა აუხსნას მსოფლიოს და მათი ნამდვილი სახე დაანახოს იქაურ ხალს.

მედია / ინფორმაცია / შეხსენება: განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნები ყველაფერს ადვილად ივიწყებს. მსგავსი ტკივილების თავიდან ასაცილებლად, მომხდარი მოვლენების მომავალ თაობებზე ახსნა და გადაცემა მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით მრავალ ადგილას FETÖ-ს ღალატის მუზეუმების გახსნაა აუცილებელი, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოფენებიც გაიმართება. თემასთან დაკავშირებით გამოფენები უნდა მოეწყოს საზღვარგარეთის ქვეყნებშიც. 

თურქეთმა FETÖ-ს საკითხთან დაკავშირებით დიდი ტკივილი გადაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ FETÖ-ს საშიშროება აღარ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი სურვილია მსგავსი ტკივილი სხვა  ერმა და ქვეყანამ არ გამოსცადოს   წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის  პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები