ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 33

ჩეშმეს თერმული წყლები

97677
ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 33

ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 33

ჩეშმეს თერმული წყლები 

ამ ციკლური პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის თერმული კურორტების გაცნობას, რითაც ეს ქვეყანა რეგიონის ერთ ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოთაგანს წარმოადგენს, სადაც მინერალური წყლებით და ტალახებით მკურნალობა უძველესი დროიდან მოდის. წინა პროგრამაში გესაუბარეთ ბალიქესირის გეოთერმულ წყლებზე და კურორტებზე, დღეს კი ჯანდაცვის ტურიზმის სხვა განთქმულ კურორტს იზმირის მახლობლად მდებარე ჩეშმეს გაგაცნობთ და ამ მიზნით ოზლემ იალჩინის მხრიდან მომზადებულ მასალას შემოგთავაზებთ, რომელშიც იგი წერს:

იზმირი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და თურქეთის ერთ ერთ ყველაზე განვითარებულ ტურისტულ ზონასაც წარმოადგენს. სწორედ მის რაიონში შედის ჩეშმეც, სადაც წელიწადში 300 დღე მზიანი იცის და ამიტომ წლის ნებისმიერ დროს იხილავთ აქ ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს, რომლებსაც აქ იზიდავთ სუფთა და ოქროსფერი პლიაჟები, ლაჟვარდოვანი ტალღები და კიდევ მსუბუქი ქარი, რომელიც იდეალურ პირობებს უქმნის საიახტო სპორტის მოყვარულებს

მაგრამ ჩეშმე მარტო ბუნებრივი სილამაზეებით კი არ არის განთქმული, არამედ ისტორიული, არქიტექტურული და კულტურული ძეგლებითაც მდიდარია, ხოლო ამას დაამატეთ მისი თერმული და მინერალური წყლების სიმრავლე და ხარისხიც, მხვდებით თუ რატომ არის აქ ყოველთვის ხალხმრავლობა. აქ მოქმედ მრავალ თერმულ კურორტს შორის კი ყველაზე განთქმულია ილიჯას და შიფნეს კურორტები, რომლებთაც ანალოგები არ გააჩნიათ მთელს მსოფლიოშიც კი, რადგან აქ მინერალური და თერმული წყლები ამოდიან ზღვის სანაპიროდანაც და პირდაპირ ზღვიდანაც. ამ წყლების საშუალო ტემპერატურა 42 გრადუსია და რახან ისინი ზღვიდან ამოდიან, ამიტომაც უფრო მარილიანი არიან, თუმცა ზღვიდან ამოსვლამდის ისინი ჯერ დედამიწის მაგმის ფენაში ჩადიან, სადაც მათი დეზინფექცია ხდება და შემდეგ ახლიდან ამოდიან ზედაპირზე. აი ამ გრძელი პროცესის დროს ისინი მინერალებით მდიდრდებიან რა, იძენენ სამკურნალო თვისებებს

სხვათა შორის ჩეშმეს მინერალური წყალი პირველია მთელი ანატოლიის მინერალურ და თერმულ წყლებს შორის, რომლის სამედიცინო კვლევა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო და ეს მოახდინა ცნობილმა ოსმანმა მეცნიერ-მკვლევარმა ოსმან ჯემალმა 1909 წელს რა, კვლევის შედეგები მან წიგნის სახით გამოსცა, რომელშიც აღნიშნა, რომ აქაური წყლები კარგად მკურნალობენ კანის დაავადებებს, ეგზემას და მუნს

ილიჯას და შიფნეს თერმული კურორტები კარგა ხანია რაც ხალხის სამსახურში დგანან. ილიჯა თურქულად თბილს, ე.ი. თერმულ წყლის ადგილს ნიშნავს და შემთხვევით არ დაურქმევიათ ასე. მის შორიახლოს მდებარეობს შიფნეს თერმული და ტალახის წყლები, რომლის კლიენტების უმრავლესობას ქალები უფრო წარმოადგენენ, რადგან, აქაური ტალახი მათ სახის კანს და საერთოდ მთლიან კანს ულამაზებთ და აახალგაზრდავებთ, უკურნავთ ეგზემას და ფსორიაზს. ერთ ერთი ანტიკური ლეგენდით აქაურობას ერითრაი ჰრქმევია და მის მეფეს ერთადერთი ქალიშვილი ჰყოლია, რომელსაც უკურნებელი კანის ავადმყოფობა შეჰყრია და იმ დროის ყველაზე განთქმულ ექიმბაშებსაც კი ვერაფერი უშველიათ. ამ დროს მეფის საყვარელი ძაღლიც იმავე კანის ავადმყოფობით დაავადებულა. ერთ დღეს სანადიროდ წასულ მეფეს დაუნახია, რომ მისი ძაღლი ჯერ ტალახში ჩაწოლილა, შემდეგ იქვე ამომავალ თბილ წყალში და რამდენჯერმე ასე გამეორების შემდეგ ძაღლი გამოჯანმრთელებულა. მაშინ ვეზირებს მისი ქალიშვილისთვისაც იგივე პროცესების გაკეთება შეუთავაზებიათ და ისიც გამოჯანმრთელებულა რა, მეფეს აქვე აბანოები და აუზები გაუშენებინებია. აი მას შემდეგ კი აქ კანით დაავადებულების მკურნალობა დაუწყიათ, რაც დღემდე გრძელდება

როგორც ზემოთაც ვთქვით ილიჯას და შიფნეს წყლები ზღვიდან ამოსვლამდის ისინი ჯერ დედამიწის მაგმის ფენაში ჩადიან, სადაც მათი დეზინფექცია ხდება და შემდეგ ახლიდან ამოდიან ზედაპირზე. აი ამ პროცესის დროს ისინი მინერალებით მდიდრდებიან რა, ასე იძენენ სამკურნალო თვისებებს. ეს წყლები ყველაზე მეტად ნატრიუმის ქლორიდს, მაგნიუმის ქლორიდს და კალიუმის ქლორიდს შეიცავენ, ამიტომაც კარგად მოდიან კანისა და რევმატიზმის დაავადებების, სიმსუქნის და მეტაბოლური დარღვევების, ღვიძლის, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებების მკურნალობაში. იმის გამო რომ ეს წყლები პირდაპირ ზღვიდან ამოდიან, ამიტომაც აქ ძალზედ პოპულარულია ასევე თალასოთერაპია, ე.ი. ზღვის წყლის შადრევნით მკურნალობა და მასაჟი. ჩეშმე იზმირიდან 1 საათის სავალზეა და ეს სიახლოვეც იზიდავს ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს, ამიტომაც ყოველ ფეხის გადადგმაზე შემოგხვდებათ სკანდინავიელი, გერმანელი თუ ინგლისელი ტურისტი, წერს ოზლემ იალჩინი.


საკვანძო სიტყვები: #ჩეშმე , #თურმული წყლები

მსგავსი ინფორმაციები