აშშ-მა განცხადება გააკეთა ჯონ ბასის თურქეთში ვიზიტის შესახებ

ჯონ ბასმა თურქეთში განიხილა ორი ქვეყნის რეგიონული უსაფრთხოების კოორდინაციის გაღრმავების გზები

2128652
აშშ-მა განცხადება გააკეთა ჯონ ბასის თურქეთში ვიზიტის შესახებ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ საკითხებში თანაშემწემ და პოლიტიკუირ საკითხებში თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბასმა თურქეთში განიხილა ორი ქვეყნის რეგიონული უსაფრთხოების კოორდინაციის გაღრმავების გზები.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჯონ ბასის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანთან განხილული იქნა ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის და ყველა მძევლის გათავისუფლების გარანტირების სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისათვის მუდმივი ძალისხმევის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში კონფლიქტების ესკალაციის ან უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილების კრიტიკული მნიშვნელობა, ასევე უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს, ასევე შეფასდა ნატოს ერთიანობისა და შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების საკითხები.

ბასი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ელჩს ბურაკ აქჩაფარს და განიხილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხში კოორდინაციის გაღრმავების გზები და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაფართოება.

ჯონ ბასის შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მთავარ მრჩეველთან, ელჩ აკიფ ჩაღათაი ქილიჩთან, განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები.


საკვანძო სიტყვები: #ჯონ ბასი , #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები