ავტობუსის გადატრიალებას მსხვერპლი მოჰყვა

ავტობუსის გადატრიალებას მსხვერპლი მოჰყვა

2133953
ავტობუსის გადატრიალებას მსხვერპლი მოჰყვა

მექსიკის სამხრეთით ავტობუსის გადატრიალების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.

ავტობუსი, რომელიც სან-ლუის-დე-ლა-პაზის რაიონიდან დაიძრა, კაპულინ-ჩალმას გზატკეცილზე გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 32 კი დაშავდა. უბედური შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველების დიდი რაოდენობა, რომლებიც გადაბრუნებულ ავტობუსში ჩარჩენილთა გამოსაყვანად მუშაობდნენ.

დაშავებულები რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, ავარია ავტობუსის მუხრუჭების გაუმართაობის გამო მოხდა.



მსგავსი ინფორმაციები