ჯო ბაიდენმა ეგვიპტის და კატარის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა

ჯო ბაიდენმა ეგვიპტის და კატარის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა

2133676
ჯო ბაიდენმა ეგვიპტის და კატარის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ეგვიპტის და კატარის ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის დრის, სთხოვა მათ გამოიყენონ თავიანთი გავლენა ჰამასზე, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში და გაათავისუფლონ მძევლები.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების მიხედვით, ჯო ბაიდენმა, ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ-ფათაჰ ალ-სისის და კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბრის დროს ბაიდენმა განიხილა  ღაზას სექტორზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შესახებ პროცესი, რომელიც ამჟამად განიხილება და რომელშიც ეგვიპტე და კატარი მონაწილეობდნენ და მადლობა გადაუხადა ალ-სისისა და შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის  ამ საკითხში გაწეული ძალისხმევისთვის.

ბაიდენმა აღნიშნავს, რომ თუ ჰამასი მიიღებს მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებას, მაშინვე მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, ინტენსიური ჰუმანიტარული დახმარება შევა რეგიონში და სანაცვლოდ ჰამასის მძევლები გათავისუფლებულ იქნებიან. ბაიდენმა, ეგვიპტისა და კატარის ლიდერებს სთხოვა გამოიყენონ, მათი გავლენა ჰამასზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ცნობისათვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მომზადებული ახალი ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმართა ურთიერთგაცვლის შეთანხმების წინადადება წარედგინა ჰამასს 26 აპრილს და რომ ჰამასი მუშაობს წინადადებაზე და მალე უპასუხებს.



მსგავსი ინფორმაციები