ჰაქან ფიდანი ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა

ჰაქან ფიდანი ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა

2140194
ჰაქან ფიდანი ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა.

დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს დიპლომატებმა ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მინისტრმა ფიდანმა ისაუბრა ღაზაში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ უნდა მოიხსნას დაბრკოლებები ჰუმანიტარული დახმარების რეგიონში მიწოდებაზე.

ფიდანმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმა რაფაჰზე მიუღებელია.



მსგავსი ინფორმაციები