არიად ალ-მალიქიმ ევროპის ნაბიჯი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ შეაფასა

არიად ალ-მალიქიმ ევროპის ნაბიჯი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ შეაფასა

2121783
არიად ალ-მალიქიმ ევროპის ნაბიჯი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ შეაფასა

პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად ალ-მალიქიმ  ევროპის ნაბიჯი, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ შეაფასა, როგორც „ნაბიჯი სწორი მიმართულებით“.

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების მიხედვით, ალ-მალიქი რამალაში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს აჯა ლაბიბის შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს გენოციდური ომი და ჰუმანიტარული პირობები, რომელსაც ისრაელი აწარმოებს ღაზას სექტორში გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

შეხვედრის დროს ალ-მალიქიმ ბელგიას მოუწოდა განიხილოს საველე ჰოსპიტალების შექმნა ღაზას სექტორში და თქვა, რომ ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის საერთაშორისო დაცვა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა მათთვის უმთავრესი პრიორიტეტებია.

დასავლეთ სანაპიროზე არსებული ვითარების შეფასებისას, პალესტინელმა მინისტრმა ხაზი გაუსვა დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დარღვევებზე, ებრაელი დევნილების მიერ პალესტინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ტერორი, მოქალაქეთა მიწების მიტაცება არალეგალური დასახლებების გაფართოების მიზნით და დანაშაულის ესკალაციის საგრძნობლად გაზრდაზე.

„ევროპის ბევრ ქვეყანაში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯები, არსებული პრობლემის ორ სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტა და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა, არის სწორი ნაბიჯი. ეს გახლავთ ევროპის მხრიდან, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, ნაბიჯი სწორი მიმართულებით“, განაცხადა პალესტინელმა მინისტრმა.



მსგავსი ინფორმაციები