შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი

შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი

2112654
შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში შესვლის პროტოკოლის მიღების ცერემონიით, შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს 32-ე წევრი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელ X-ზე თავის პოსტში განაცხადა, რომ შვედეთი ოფიციალურად შეუერთდა ნატოს.

„შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს 32-ე წევრი და აქვს თავისი ღირსეული ადგილი ჩვენს მაგიდასთან. მოუთმენლად ველი ორშაბათს ნატოს შტაბ-ბინაში მისი დროშის აღმართვას. შვედეთის მონაწილეობა ნატოს უფრო ძლიერს გახდის და შვედეთს და მთელ ალიანსს უფრო უსაფრთხოს“, აცხადებს სტოლტენბერგი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, ნატოს წერილობითი განცხადების თანახმად, შვედეთის გაწევრიანების ცერემონია ნატოს შტაბ-ბინაში 11 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ, 23 იანვარს და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის მხრიდან, 26 თებერვალს დამტკიცების შემდეგ შვედეთის წევრობის საბოლოო ეტაპი დასრულდა ყველა მოკავშირის პარლამენტში.



მსგავსი ინფორმაციები