პოლონეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

პოლონეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

2075608
პოლონეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. ტუსკის არჩევას მხარი 248 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 201 იყო.

ტუსკი, სავარაუდოდ, დღეს წარადგენს თავის მინისტრთა კაბინეტს და მიიღებს ნდობას სეიმისგან.

ცნობისათვის, ტუსკი, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სავარაუდოდ ამ კვირაში დაიკავებს, 2007-2014 წლებში იყო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი.



მსგავსი ინფორმაციები