შოლცი: „ერდოღანს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ისრაელ-ჰამასს შორის დაძაბულობის შემცირებაში“

შოლცი: „ერდოღანს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ისრაელ-ჰამასს შორის დაძაბულობის შემცირებაში“

2050029
შოლცი: „ერდოღანს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ისრაელ-ჰამასს შორის დაძაბულობის შემცირებაში“

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ისრაელსა და ჰამასს შორის დაძაბულობის შემცირებაში.

შოლცი სიტყვით გამოვიდა ბუნდესტაგში, რა დროსაც, ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული კონფლიქტების შესახებაც ისაუბრა.

შოლცმა მოუწოდა რეგიონში ყველას, თავიდან აიცილონ მტრული ქმედებები ისრაელის წინააღმდეგ და დაამატა: „ჩვენი გზავნილი ნათელია; ისრაელზე თავდასხმა უპატიებელი შეცდომა იქნება“.

მისივე თქმით, ის მჭიდრო კავშირშია ეგვიპტის პრეზიდენტთან აბდულ ფათაჰ ალ-სისისთან, რომელსაც ასევე აქვს საკომუნიკაციო არხები ღაზასთან რა, დღეს სატელეფონო საუბარს გამართავს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ასევე კატარის ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამედ ალ-სანისთან შეხვედრას გეგმავს.

შოლცის თქმით, ზემოთ ხსენებულ ლიდერებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ისრაელსა და ჰამასს შორის დაძაბულობის შემცირებაში.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.

დაძაბულობის ესკალაციისას ორივე მხრიდან ასობით მსხვერპლი მოჰყვა.



მსგავსი ინფორმაციები