ბეირუთში ამერიკის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს

ბეირუთში ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს დაუდგენელმა პირმა ან პირებმა

2040341
ბეირუთში ამერიკის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს

ბეირუთში ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს დაუდგენელმა პირმა ან პირებმა.

ლიბანური მედიის ცნობით, ბეირუთში, დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

გარედან გახსნილი ცეცხლის შედეგად რამდენიმე ტყვია შენობის მთავარ კარს და მის წინ მდებარე ავტოსადგომზე მდგომ მანქანებს მოხვდა.

არ გავრცელებულა დეტალები იმის შესახებ, თუ რა ტიპის იარაღი იქნა გამოყენებული თავდასხმას და არის თუ არა მსხვერპლი ან დაშავებული.

საელჩოს თავდასხმასთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტი დაემთხვა 1984 წლის 20 სექტემბერს აშშ-ის საელჩოს შენობაზე დანაღმული მანქანით განხორციელებული თავდასხმის 39 წლისთავს.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #საელჩო , #აშშ , #ბეირუთი

მსგავსი ინფორმაციები