ისრაელმა ახალი წლიდან დღემდე 40 პალესტინელი ბავშვი მოკლა

ისრაელმა ახალი წლიდან დღემდე 40 პალესტინელი ბავშვი მოკლა

2021297
ისრაელმა ახალი წლიდან დღემდე 40 პალესტინელი ბავშვი მოკლა

ისრაელმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე 40 პალესტინელი ბავშვი მოკლა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო მოძრაობის პალესტინის ფილიალის წარმომადგენელმა აიდ აბუ კატიშმა პალესტინის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო WAFA-სთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 17 წლის პალესტინელი რემზი ფეთჰი ჰამიდი, რომელიც დაშავდა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არალეგალური ებრაული დასახლების დაცვის თანამშრომლის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. აბუ კატიშმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე მოკლული პალესტინელი ბავშვების რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.

მისივე თქმით, ისრაელის მთავრობას ამჟამად 160 პალესტინელი ბავშვი ჰყავს დაკავებული, რომელთაგან 21 ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.



მსგავსი ინფორმაციები