უკრაინაში ომის გამო დახურული ალჟირის საელჩო ისევ გაიხსნება

ალჟირის პრეზიდენტმა აბდულმეჯიდ ტებუნმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის საელჩო უკრაინაში, რომელიც ომის გამო დაიხურა, ხელახლა გაიხსნება

1951809
უკრაინაში ომის გამო დახურული ალჟირის საელჩო ისევ გაიხსნება

ალჟირის პრეზიდენტმა აბდულმეჯიდ ტებუნმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის საელჩო უკრაინაში, რომელიც ომის გამო დაიხურა, ხელახლა გაიხსნება.

ალჟირის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა პრეზიდენტი ტებუნის ადგილობრივ პრესასთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

”ჩვენ ხელახლა გავხსნით საელჩოს კიევში ამ კვირაში, ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით”. - თქვა ტებუნმა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალებზე სამინისტრო განცხადებას გაავრცელებს.

კიევში ალჟირის საელჩომ მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ უკრაინაში უსაფრთხოების ვითარების გამო აჩერებს მუშაობას და პერსონალის ევაკუაციას ახდენს.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #საელჩო , #უკრაინა , #ალჟირი

მსგავსი ინფორმაციები