სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე მაკრონი გააპროტესტეს

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე მაკრონი გააპროტესტეს

1951833
სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე მაკრონი გააპროტესტეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც მონაწილეობას იღებდა სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, გააპროტესტეს. მაკრონის დაცვამ კი მომიტინგე ქალს თმაზე ხელი მოკიდა და მიწაზე ათრია. ემანუელ მაკრონი წინა დღეს სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო. აქციის მონაწილე, რომელსაც მაკრონის პროტესტი სურდა, თქვა: „მე ვარ აქ, რათა მხარი დავუჭირო ჩვენს შრომისმოყვარე ფერმერებს“ და პრეზიდენტს წინ გადაუდგა. ამ ქმედების მიმართ კი სასტიკი იყო მაკრონის დაცვის წევრების ქმედება. მათ, მომიტინგე ქალის მიმართ უხეშად მოიქცნენ, თმებში წვდნენ და ათრიეს.

შეგახსენებთ, რომ საკამათო კანონის მიხედვით, რომელსაც საფრანგეთში დიდი ხანია აპროტესტებდნენ, საპენსიო ასაკი სექტემბრიდან თანდათან იზრდება და 2027 წელს 63 წელსა და 3 თვეს მიაღწევს, 2030 წელს კი 64 წელს. ქვეყანაში, 2027 წლიდან პენსიაზე გასვლისთვის საჭირო იქნება 43 წელი მუშაობის სტაჟი. საპენსიო ასაკი, რომელიც ამჟამად  62 წელია, საფრანგეთში უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. საპენსიო ასაკი ესპანეთში 65 წელია, დიდ ბრიტანეთში 66 წელი, ხოლო იტალია და გერმანია ამ ასაკის 67 წლამდე გაზრდას გეგმავს.



მსგავსი ინფორმაციები