საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო

საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო

1935576
საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო

საფრანგეთში საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდის რეფორმის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ისეთმა სექტორებმა, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განათლება, ენერგეტიკა და სხვა საჯარო სამსახურები, გადაწყვიტეს გაფიცვა გაემართათ სამთავრობო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ, დემონსტრაციები გაიმართა დედაქალაქ პარიზში, მარსელში, ტულუზში, ნიცაში და სხვა ქალაქებში.

პარიზში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ერის მოედნისკენ გაემართნენ ბანერებით; „საპენსიო ასაკი 60 წელი“, „სიცოცხლის მოსაპოვებლად, დაკარგე სიცოცხლე“ და სხვა.

ოფიციალური მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებზე 1 მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა, საპენსიო ასაკის გასაპროტესტებლად. აქციის დროს მოხდა შეტაკება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს, რის საპასუხოდაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეთ ბორნმა, 10 იანვარს გამოაცხადა საპენსიო რეფორმის შინაარსი, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საარჩევნო დაპირებებს შორის იყო.  

ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული გეგმის მიხედვით, საპენსიო ასაკი ორი წლით – 64 წლამდე უნდა გაიზარდოს.

აღნიშნული რეფორმის გამოცხადების შემდეგ პროფკავშირებმა საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვები და პროტესტი გამოაცხადეს.



მსგავსი ინფორმაციები