ათენში მდებარე უკრაინის საელჩოში სისხლიანი პაკეტი გააგზავნეს

ათენში მდებარე უკრაინის საელჩოში ცხოველის თვალების შემცველი სისხლიანი პაკეტი გააგზავნეს

1918145
ათენში მდებარე უკრაინის საელჩოში სისხლიანი პაკეტი გააგზავნეს

ათენში მდებარე უკრაინის საელჩოში ცხოველის თვალების შემცველი სისხლიანი პაკეტი გააგზავნეს.

საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, გუშინ დილით, ფილოთეის რაიონში მდებარე უკრაინის საელჩოს წინ აღმოაჩინეს სისხლიანი პაკეტი, რომელშიც ცხოველის თვალები იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ საზღვარგარეთ უკრაინის რამდენიმე საელჩოში „სისხლიანი პაკეტები“ გაიგზავნა, რომლებშიც ცხოველთა თვალები იყო მოთავსებული.

პაკეტები მივიდა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში მდებარე საელჩოებში, ნეაპოლისა და კრაკოვის გენერალურ საკონსულოებში და ბრნოს საკონსულოში.



მსგავსი ინფორმაციები