ნედ პრაისის თქმით, მათ სურთ დააკმაყოფილონ თურქეთის თავდაცვის საჭიროებები

ნედ პრაისის თქმით, მათ სურთ დააკმაყოფილონ ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე თურქეთის თავდაცვის საჭიროებები.

1916231
ნედ პრაისის თქმით, მათ სურთ დააკმაყოფილონ თურქეთის თავდაცვის საჭიროებები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ მათ სურთ დააკმაყოფილონ ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე თურქეთის თავდაცვის საჭიროებები.

ნედ პრაისმა, თავის ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, შემდეგი პასუხი გასცა კითხვას თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის შემზღუდავი პირობების 2023 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონიდან ამოღების შესახებ, რომელიც მოიცავს თავდაცვის ბიუჯეტსაც: „რა თქმა უნდა, თურქეთი არის ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ გვინდა ინტეგრაცია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების და მივაწოდოთ ის, რაც თურქეთს სჭირდება იმისათვის, რომ გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ რთულ საფრთხეებს. ნატოს არც ერთი მოკავშირე არასოდეს გამხდარა საკუთარ ტერიტორიაზე იმაზე მეტი ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლი, რაც თურქეთმა განიცადა.  ამიტომ, ჩვენთვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს“.

პრაისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეს საკითხი განიხილეს ივნისში მადრიდში ნატოს სამიტზე შეხვედრისას და ასევე მიმდინარეობს დისკუსიები ქვედა დონეზე და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ საკითხზე კონგრესთან ისაუბრა.


საკვანძო სიტყვები: #F-16 , #ნედ პრაისი , #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები