ვლადიმერ პუტინი შავქათ მირზიოევს ტელეფონით ესაუბრა

ვლადიმერ პუტინი შავქათ მირზიოევს ტელეფონით ესაუბრა

1852642
ვლადიმერ პუტინი შავქათ მირზიოევს ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, უზბეკეთის ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტ, შავქათ მირზიოევს ტელეფონით ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კრემლი ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, პუტინმა უზბეკეთის ადმინისტრაციის ინიციატივებს რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მხარდაჭერაც აღუთქვა.

შეგახსენებთ, რომ უზბეკეთში მასობრივი არეულობა 1 ივნისიდან დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის აღწერიდან უნდა ამოეღოთ სიტყვა სუვერენული და ასევე იგეგმებოდა იმ მუხლის გაუქმება, რომელიც რესპუბლიკას უფლებას აძლევს, გავიდნენ უზბეკეთის შემადგენლობიდან.

მოვლენების განვითარების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი ორჯერ ჩავიდა ქალაქ ნუკუსში სადაც მოსახლეობას შეხვდა და პირობა დადო, რომ ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის არ შეიცვლება.

მეორეს მხრივ, უზბეკეთის გენერალური პროკურატურის ცნობით მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა, 243 კი დაშავდა. მათივე ცნობით, დაკავებულია 516 პირი.



მსგავსი ინფორმაციები