ციხეში მომხდარი აჯანყების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ციხეში მომხდარი აჯანყების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1849804
ციხეში მომხდარი აჯანყების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიის ქალაქ ტულუას ციხეში პატიმრების აჯანყების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო ბოლო მონაცემებით 52 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტულუას ციხეში მომხდარი აჯანყების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო ამ დრომდე 52 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. კოლუმბიის ეროვნული ციხის ინსტიტუტის (INPEC) დირექტორმა ტიტო კასტელანოსმა განაცხადა, რომ ციხის მე-8 პალატაში, სადაც 180 პატიმარია განთავსებული, ლეიბები დაწვეს. მისივე თქმით, ციხის მცველებმა ჩაერივნენ ხანძრის ჩასაქრობად, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

საკითხთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა ქვეყნის პრეზიდენტმა ივან დუკემ და დასძინა, რომ ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს საჭირო განკარგულება უკვე გასცა.


საკვანძო სიტყვები: #აჯანყება , #ციხე , #კოლუმბია

მსგავსი ინფორმაციები