როდის აღასრულებს, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობისა და გაზის ემბარგოს?

როდის აღასრულებს, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობისა და გაზის ემბარგოს?

1815565
როდის აღასრულებს, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობისა და გაზის ემბარგოს?

 ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი „ადრე თუ გვიან“ რუსეთის წინააღმდეგ ნავთობისა და გაზის ემბარგოს აღასრულებს. შარლ მიშელმა ქალაქ ბოროდიანკაში ვიზიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

„ეს არის სისასტიკე, ეს არის დანაშაულები, ეს უნდა იყოს დასჯილი და დაისჯება“, განაცხადა მიშელმა ნანახის შესახებ და აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან მათ სურთ უკრაინის გამარჯვება.

„ჩვენ დღემდე განვახორციელეთ ბევრი კონკრეტული ღონისძიება, ეს საკმარისი არ არის და ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით. რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ  ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და ეს „საიდუმლო არ არის“, არამედ, ეს არის სამართლებრივი და ასევე პოლიტიკური პროცესი. რაც შეხება ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ნავთობისა და გაზის ემბარგოს საკითხს, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი „ადრე თუ გვიან“ რუსეთის წინააღმდეგ ნავთობისა და გაზის ემბარგოს აღასრულებს“ განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები