ჯო ბაიდენმა ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი დაასახელა

ჯო ბაიდენმა ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი დაასახელა

1805448
ჯო ბაიდენმა ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: „ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი, ნავთობის ფასი, არცერთი ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი (პუტინი) ომს“. ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, 24 თებერვალს დაწყებულ უკრაინა-რუსეთის ომის და ნავთობის ფასების ზრდის შესახებ განცხადებები გააკეთა.

„გაზის ფასების ზრდა გამოწვეულია ორი პრობლემის გამო. პირველი (ახალი ტიპი კორონავირუსის) კოვიდ-19, მეორე არის (რუსეთის პრეზიდენტი) ვლადიმერ პუტინი. ჩვენი ქვეყნის გულისთვის და მსოფლიოს სასიკეთოდ, ჩვენ გვჭირდება სასწრაფოდ ვუპასუხოთ ვლადიმერ პუტინს. მე ვერ ვხედავ პრობლემას კერძო კომპანიების გამარჯვებით, მაგრამ არცერთმა ამერიკულმა კომპანიამ არ უნდა ისარგებლოს პანდემიით ან ვლადიმერ პუტინის ქმედებებით. დღეს ვაძლევ ნებას 1 მილიონი ბარელი ნავთობის გამოშვებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ასე, რომ ეს პრობლემა აღარასოდეს იქნება დღის წესრიგში“, განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის მართვის ადმინისტრაციის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში დღეში საშუალოდ 21 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყენება, ბენზინი კი ამ მოხმარების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 25 მარტის მდგომარეობით,  მათ რეზერვებში 568 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი იმყოფება.



მსგავსი ინფორმაციები