ყოფილი პაპის აღიარება ეკლესიებში ძალადობის შესახებ

„ჩემი განცხადების შინაარსი არასწორად იქნა აღქმული“

1767887
ყოფილი პაპის აღიარება ეკლესიებში ძალადობის შესახებ

კათოლიკური სამყაროს ყოფილმა სულიერმა ლიდერმა და ემერიტუსმა პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ, მრევლის წინაშე ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ მისი განცხადება გერმანიის კათოლიკურ ეკლესიაში ბავშვების მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ, არასწორი იყო. ბენედიქტმა, რომლის ნამდვილი სახელია ჯოზეფ რაცინგერი და რომელიც 1977-1982 წლებში მსახურობდა მიუნხენის არქიეპისკოპოსის თანამდებობაზე, ინტერვიუ მისცა კათოლიკურ საინფორმაციო სააგენტო KNA-ს და აღნიშნა, რომ 20 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, მან თავისი პირადი მდივნის, გეორგ გენსვეინის მეშვეობით ისეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა, რომელიც ობიექტურად მცდარი იყო, რის გამოც მან “პატიება“ მოითხოვა. ბენედიქტეს თქმითვე, მის განცხადებას არ ჰქონდა ცუდი განზრახვა და ის გამოწვეული იყო ამ განცხადების შინაარსის მომზადებისას დაშვებული შეცდომით, რის გამოც ძალიან ნანობს და ბოდიშს იხდის. ვარაუდობენ, რომ რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე, 1980 წელს, როცა არქიეპისკოპოსად მსახურობდა, დაესწრო შეკრებას იმ მღვდლის საქმეზე, რომელიც ბრალდებული იყო ბავშვების მრავალჯერად სექსუალურ ძალადობაში და  მიუხედავად იმისა, რომ უკვე წინასწარ იყი ინფორმირებული ამ საკითხზე, მაინც არ მიუღია რაიმე ქმედება.

მიუნხენის იურიდიული ფირმის ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 1945-2019 წლებში, ეკლესიებში სექსუალური ძალადობისა და შევიწროების 497 შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ, ბრალდებების წაყენების მიუხედავად, ბრალდებულმა მღვდლებმაა და დიაკვნებმა ეკლესიებში მუშაობა გააგრძელეს. ამავე ინფორმაციით, დაზარალებულთაგან 247 ბიჭი იყო, 182 გოგონა, 68 ბავშვის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია, ხოლო დაზარალებული ბიჭების 60%-ის ასაკი  8-14 წელს შორის მერყეობდა. “სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული იყო 235 დამნაშავე, რომელთა შორის 173 მღვდელი და 9 დიაკონი იყო“, აღნიშნულია ექსპერთა მოხსენებაში.



მსგავსი ინფორმაციები