გრუნდბერგმა ლონდონში იემენის საკითხი განიხილა
“სამშვიდობო ძალისხმევის წარმატებისთვის საჭიროა ორგანიზებული და უწყვეტი მხარდაჭერა“
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა იემენში ჰანს გრუნდბერგმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა ქვეყანაში სამშვიდობო ძალისხმევის წარმატებისთვის უზრუნველყოს ორგანიზებული და უწყვეტი მხარდაჭერა. გაეროს წარმომადგენლის ოფისის წერილობითი განცხადების თანახმად, გრუნდბერგმა დაასრულა ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, სადაც მას პირისპირი შეხვედრები ჰქონდა როგორც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან, ასევე რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანთან და ძირითადად განიხილეს იემენში შექმნილი ბოლო და კატასტროფული ეკონომიკური ვითარება, სამხედრო დაძაბულობის მიმდინარეობა და მისი უარყოფითი ზეგავლენა მხარეებს შორის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების შანსებზე. გრუნდბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ესკალაცია ხელს უშლის მდგრადი გადაწყვეტილებების მიღება-შესრულებას, ამიტომაც მისივე აზრით, კონფლიქტის მხარეებმა მოლაპარაკებებში ისეთი მუხლები უნდა ჩადონ, რომლებითაც ძალადობასაც შეამცირებენ და ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მისაღწევად შესაბამის გზასაც იპოვიან. “გაერო მზად არის და სურს მხარი დაუჭიროს ამ პროცესს, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების ორგანიზებული და მუდმივი მხარდაჭერა იემენისადმი, წარმატების გზაზე აუცილებელი ძალისხმევა გახდება.“- აღნიშნა გრუნდბერგმა.
მსგავსი ინფორმაციები
ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთმა დაასრულა ინტეგრაცია ნატოში
ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთმა დაასრულა ინტეგრაცია ნატოში
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს