რა პოლიტიკურ პროგრესს გეგმავს ისრაელი პალესტინასთან?

რა პოლიტიკურ პროგრესს გეგმავს ისრაელი პალესტინასთან?

1760872
რა პოლიტიკურ პროგრესს გეგმავს ისრაელი პალესტინასთან?

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ჯერ არ გეგმავს რაიმე პოლიტიკურ პროგრესს პალესტინელებთან ურთიერთობაში. ისრაელის გაზეთ, Yediot Ahronot-ს (ბოლო ამბები) ინფორმაციით, ბენეტმა პარლამენტის უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რა დროსაც განაცხადა, რომ მის ქვეყანას შესაძლოა სამხედრო კონფლიქტი მოუვიდეს ლიბანთან ან ღაზას სექტორთან რა, მის დეტალებზე არ უსაუბრია. ბენეტმა, გასულ თვეში თელ-ავივის მახლობლად პალესტინის სახელმწიფო მეთაურთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამჟამად არ აპირებს რაიმე პროგრესის მიღწევას პალესტინასთან პოლიტიკურ საკითხებში.

ბენეტმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის ინტერესებია სტაბილურობის შენარჩუნება დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში რა, ხელი შეუშალოს ჰამასის მოძრაობის ძალაუფლების ზრდას, ტყვეებისა და მსხვერპლის გამოხსნას.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები