ერდოღანი: „პალესტინის საქმეს ბოლომდე დავიცავთ“

ერდოღანი: „პალესტინის საქმეს ბოლომდე დავიცავთ“

1737858
ერდოღანი: „პალესტინის საქმეს ბოლომდე დავიცავთ“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, პალესტინის საქმე ბოლომდე დაიცვან. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, სტამბოლში 24-25 ნოემბერს გასამართ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის მუდმივი კომიტეტის  37-ე მინისტერიალისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.   „ისრაელის მხრიდან აღმოსავლეთ იერუსალიმში და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე წარმოებულ უკანონო დასახლებს, განადგურების, იძულებითი მიგრაციის, კონფისკაციისა და გამოსახლების პოლიტიკა უნდა შევაჩეროთ. ჩვენ, როგორც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეასუსტებს პალესტინის თემას,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. მან ბოლოს, თავის ვიდეომიმართვაში უიღური თურქების მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩინეთში სინჯიანის რეგიონში უიღური თურქების და სხვა მუსლიმების პრობლემებსაც დიდი მგრძნობიარობით ადევნებენ თვალყურს.



მსგავსი ინფორმაციები