მადურო მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

მადურო მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

1735552
მადურო მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, მოსახლეობას მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება. მადურომ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „ვენესუელის დემოკრატიისა და რეალობის დაცვის“ ფორუმში ვიდეოკონფერენციის საშუალებით, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:

„ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ხალხმა მოითხოვოს თავისი სუვერენიტეტი და გამოიყენოს თავისი ხამ.“

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენესუელა ინტენსიურ ბრძოლას აწარმოებს შეერთებული შტატების მთავრობისა და მისი მოკავშირეების აგრესიისა და ბლოკადის წინააღმდეგ. მადურომ ისიც განაცხადა, რომ ისინი  ქვეყანას ნებისმიერ ვითარებაში დაიცავენ.

მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელაში ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც, სავარაუდოდ, კვირას (21 ნოემბერს) გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები