იაპონიის რეაქცია პუტინის გეგმაზე კურილის კუნძულების შესახებ

იაპონიის რეაქცია პუტინის გეგმაზე კურილის კუნძულების შესახებ

1704694
იაპონიის რეაქცია პუტინის გეგმაზე კურილის კუნძულების შესახებ

იაპონიის მთავრობა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გეგმას კურილის კუნძულებზე დაუბეგრავი ზონის შექმნისა და უცხოური კომპანიებისგან ინვესტიციების გათავისუფლების 10 წლის ვადით ეწინააღმდეგება. იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა კატო კატსუნობუმ, ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე პუტინის გეგმა კურილიის კუნძულების შესახებ გააპროტესტა. მისი თქმით, პუტინის გეგმა ეწინააღმდეგებოდა იაპონიასა და რუსეთს შორის შეთანხმებებს კუნძულებზე ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, საბჭოთა კავშირმა, 1945 წელს იაპონიის კურილის კუნძულები, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 1300 კილომეტრზე და ჰყოფს წყნარ ოკეანეს ოხოტის ზღვასთან, ანექსია მოახდინა.

მას შემდეგ მიწის ნაკვეთზე უთანხმოების გამო, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მოლაპარაკებებში.



მსგავსი ინფორმაციები