თალიბანი მერკელს ავღანეთში ეპატიჟება

თალიბანი მერკელს ავღანეთში ეპატიჟება

1703415
თალიბანი მერკელს ავღანეთში ეპატიჟება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბანმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ავღანეთში მიიწვია და განაცხადა, რომ მათ სურთ გერმანიასთან ძლიერი და ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები.

გერმანულმა გაზეთმა Bild-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ სახელწოდებით „თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა კანცლერი ქაბულში მიიწვია“, რომელშიც მუჯაჰიდის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული.

ზაბიჰულა მუჯაჰიდი აცხადებს: „გერმანიას, ავღანეთთან აქვს ისტორიული და კარგი ურთიერთობა. ჩვენ, გერმანიასთან მტკიცე და ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები გვსურს. ჩვენ გვჯერა, რომ გერმანიის მთავრობას ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება. კანცლერ ანგელა მერკელს ჩვენს ქვეყანაში დიდი პატივისცემით დავხვდებით.“

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობამ მას შემდეგ რაც, თალიბანმა ქვეყნის დედაქალაქი, ქაბული აიღო, დახურა საელჩო. ამის შემდეგ მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი მარკუს პოტზელი გაემგზავრა კატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც განაგრძო დიპლომატიური კონტაქტი თალიბანის წარმომადგენლებთან.



მსგავსი ინფორმაციები