პაკისტანში ქიმიურ ქარხანაში ხანძრის შედეგად 11 მუშა დაიღუპა

პაკისტანში, ქალაქ ყარაჩიში მდებარე ქიმიურ ქარხანაში ხანძრის შედეგად პირველადი ინფორმაციით, 11 მუშა დაიღუპა

1698546
პაკისტანში ქიმიურ ქარხანაში ხანძრის შედეგად 11 მუშა დაიღუპა

პაკისტანში, ქალაქ ყარაჩიში მდებარე ქიმიურ ქარხანაში ხანძრის შედეგად პირველადი ინფორმაციით, 11 მუშა დაიღუპა.

ყარაჩის რაიონ კორანგის ქიმიურ ქარხანაში გაურკვეველი მიზეზით ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 11 მუშა დაიღუპა.

გაირკვა, რომ ქარხანის შიგნით ბევრი მუშაა ჩარჩენილი.

ხანძრის ლიკვიდაცია ისევ გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები