ათობით ადამიანი იმსხვერპლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საღამოს საათებში მომხდარმა მესამე აფეთქებამ

ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საღამოს საათებში მომხდარმა მესამე აფეთქებამ

1698041
ათობით ადამიანი იმსხვერპლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საღამოს საათებში მომხდარმა მესამე აფეთქებამ

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საღამოს საათებში მომხდარმა მესამე აფეთქებამ.

მესამე აფეთქება მოხდა პირველადი სამედიცინო დახმარების საავადმყოფოს მახლობლად, სადაც ჰამიდ კარზაის აეროპორტის რეგიონში ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულები და დაშავებულები გადაიყვანეს.

BBC, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა.

ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის რეგიონში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი კი 12-მდე გაიზარდა.

Associated Press-ის ცნობით, ამერიკელ ოფიციალურ პირებს, რომელთა ვინაობაც არ დაასახელეს, სჯერათ, რომ "თავდასხმა ნამდვილად განხორციელა ტერორისტულმა ორგანიზაცია DAEŞ-მა."

სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ "პირველადი ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო თავდასხმა". ქალაქში დღის მანძილზე 6 სხვადასხვა აფეთქება მოხდა.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #ქაბული

მსგავსი ინფორმაციები