ამერიკა ავღანეთის საკითხთან მიმართებაში თურქეთს მადლობას უხდის

ამერიკა ავღანეთის საკითხთან მიმართებაში თურქეთს მადლობას უხდის

1674748
ამერიკა ავღანეთის საკითხთან მიმართებაში თურქეთს მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისინი მადლიერნი არიან თურქეთისაგან ქაბულის ჰამიდ კარზაის აეროპორტის უსაფრთხო ექსპლუატაციის მხარდაჭერისთვის.

მას შემდეგ რაც აშშ-მ, ავღანეთიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ქაბულის ჰამიდ კარზაის აეროპორტის დაცვასთან დაკავშირებით მთელი ყურადღება თურქეთზე იქნა გადატანილი.

ტრადიციული ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს ჯონ კირბიმ საკითხთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა და განაცხადა, რომ ამჟამად ქაბულის ჰამიდ კარზაის აეროპორტში ჯერ კიდევ ამერიკის სამხედროები რჩებიან რა, მათი სამხედროების ავღანეთიდან გასვლის პროცესის დასრულების შემდეგ აეროპორტში მყოფი სამხედროების საკითხი ხელმეორედ განიხილება. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება რა, ამ საკითხში თურქეთის მხრიდან ინიციატივის აღებისათვის მადლიერები არიან.

მეორეს მხრივ, საკითხთან დაკვშირებით შეფასება გააკეთა ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმაც და დასძინა: „ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით თურქეთის კონსტრუქციულ როლს და ასევე მხარს ვუჭერთ მას დიპლომატიური თვალსაზრისით. ამისათვის კი თურქეთის მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების მადლიერები ვართ.“ 



მსგავსი ინფორმაციები