აშშ-მა ირანული საიტები დაბლოკა

აშშ-მა ირანული საიტები დაბლოკა

1663110
აშშ-მა ირანული საიტები დაბლოკა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის კუთვნილი ვებ-გვერდები, მათ შორის არაბულ და ინგლისურ ენებზე   დაბლოკა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „დღეს, სასამართლოს განკარგულების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა გათიშა 33 ვებსაიტი, რომელსაც ირანის ისლამური რადიოსა და ტელევიზიის კავშირი (IRTVU) იყენებს და სამი ვებსაიტი, რომელსაც Kata'ib Hizballah (KH) მართავს, აშშ-ის სანქციების დარღვევით.“

დაბლოკილ ვებგვერდებს შორისაა ირანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნახევრად ოფიციალური ტელეარხი Press TV და al-Masirah TV, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები მართავენ.

გვერდებზე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სავაჭრო დეპარტამენტის ლოგოებია გამოსახული.


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები