ევროპა, თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობის ნორმალიზებას მიესალმება

ევროპა, თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობის ნორმალიზებას მიესალმება

1650808
ევროპა, თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობის ნორმალიზებას მიესალმება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება თურქეთსა და ეგვიპტეს შორის დიალოგს.

ევროპული საბჭოს პრესცენტრიდან გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, შარლ მიშელმა ეგვიპტის პრეზიდენტ, აბდულ-​ფათაჰ ალ-სისის ტელეფონით ესაურა. სატელეფონო საუბრის დროს, მათ ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული საკითხები და ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სტაბილური და უსაფრთხო ატმოსფეროს შესაქმნელად  ინტერესი აქვს  რა, ეგვიპტესა და თურქეთს შორის მიმდინარე დიალოგს მიესალმა.

შარლ მიშელმა და აბდულ-​ფათაჰ ალ-სისიმ სატელეფონო საუბრის დროს ასევე, ლიბიის სუვერენიტეტის და სტაბილურბის საკითხებიც განიხილეს რა,  საკითხთან მიმართებაში ერთობლივად მუშაობის გადაწყვეტილებაც მიიღეს.



მსგავსი ინფორმაციები