პენტაგონმა ისრაელიდან თავისი თანამშრომლები გაიყვანა

პენტაგონმა ისრაელიდან თავისი თანამშრომლები გაიყვანა

1639459
პენტაგონმა ისრაელიდან თავისი თანამშრომლები გაიყვანა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა (პენტაგონი) ისრაელიდან 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ყოველდღიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პერსონალის გაყვანის შესახებ ისრაელის კოლეგებთან კოორდინაციით. მათი მოვალეობა ისრაელში კვირის ბოლოს ისედაც სრულდებოდა,  მაგრამ განვითარებული მოვლენების გამო პროცესი დავაჩქარეთ,“ განაცხადა კირბიმ. 

პენტაგონის პრესსპიკერმა პრესკონფერენციის დროს დასმულ კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენი პერსონალი ჰყავთ ისრაელში, ზუსტი ციფრი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ აშშ-ს ისრაელში სამხედრო ბაზა არ გააჩნია.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #პენტაგონი

მსგავსი ინფორმაციები