ერდოღანმა და პუტინმა პალესტინაში შექმნილი ვითარება და „სპუტნიკ V“ ვაქცინის საკითხები განიხილეს

ერდოღანმა და პუტინმა პალესტინაში შექმნილი ვითარება და „სპუტნიკ V“ ვაქცინის საკითხები განიხილეს

1638470
ერდოღანმა და პუტინმა პალესტინაში შექმნილი ვითარება და „სპუტნიკ V“ ვაქცინის საკითხები განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის და „სპუტნიკ V“ ვაქცინის მომარაგების საკითხები იქნა განხილული.

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ერდოღან-პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ასევე პალესტინაში კერძოდ კი ღაზას სექტორსა და იერუსალიმში შექმნილი ვითარება განიხილეს. სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ ისრაელს შესაჩერებლად გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქ ხალხს რამაზნის ბაირამიც მიულოცა.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #პუტინი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები