ჯონ კირბი: „ევროპის დამცველი 21“ წვრთნები დაიწყო

ჯონ კირბი: „ევროპის დამცველი 21“ წვრთნები დაიწყო

1633816
ჯონ კირბი: „ევროპის დამცველი 21“ წვრთნები დაიწყო

პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ევროპის ტერიტორიაზე, აშშ-სა და ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნები „ევროპის დამცველი 21“ (DEFENDER-Europe 21) დაიწყო. ეს არის რამდენიმე კომპონენტიანი წვრთნა, 26 ქვეყანაში, რომელშიც 28 000 ჯარისკაცია ჩართული და იგი ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

მან ამის შესახებ ყოველდღიური ტრადიციული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 28 ათასი ჯარისკაცი 26 სხვადასხვა ქვეყნიდან, აშშ-ს, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ჩათვლით რა, იგი თავდაცვითი ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყურადღებას ამახვილებს აგრესიის შეკავებაზე, ის ჩვენს ძალებს ამზადებს კრიზისზე რეაგირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციების განსახორციელებლად. სავარჯიშო მოიცავს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ მრავალეროვნულ წვრთნებს,“ განაცხადა ჯონ კირბმა.

ცნობისათვის, ამ წვრთნებში თურქეთიც არიც ჩართული.



მსგავსი ინფორმაციები